გრავერი
რობოტი DOBOT
ხის დამუშავება
ჰაერ ფილტრაცია
მეორადი დაზგები
სათადარიგო ნაწილები


რა საჭიროა?

რა საჭიროა ჰაერფილტრაცია?

უამრავი სახის მტვერი, კვამლი და ბოლო საშიშია ჯანმრთელობისთვის. ზედმეტი დოზით მსგავსი რამ შეიძლება გახდეს ასთმის და კიბოს მიზეზი.  სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისას, მუშაობის პროცესში გამოიყოფა კვამლი, ბოლი, სუნი, აირი, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ ადამიანის ორგანიზმი და გამოიწვიონ სხვადასხვა სახის პრობლემები:

 


სამუშაოები რომელთა დროსაც გამოიყოფა მავნე გამონაბოლქვი, კვამლი აირი და სუნი არის: 
ფართოფორმატიანი ჭავლური პრინტერებით ბეჭდვა, სამედიცინო ლაბორატორიაში ცდებზე მუშაობა, ქიმიური შენაერთებთან მუშაობა, ლაზერული გრავირების აპარატების კვამლი, სარჩილავი სამუშაოები – იუვლეირები და ელეტროტექნიკის შემკეთებლები, საღებავებთან მუშაობა – შოლკოგრაფია, ტამპონი და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები არ არის სრული ჩამონათვალი რომელთა შესრულების დროსაც შეიძლება ადამიანის ორგანიზმში დროტა განმავლობაში დაგროვდეს სხვადასხვა სახის მავნე ნივთიერებები, რომელთა გავლენის შედეგად შესაძლებელია ჯანმრთელობის გაუარესება.

რა საჭიროა ჰაერფილტრაცია მომუშავე პერსონალისთვის? 
  • თავიდან გვარიდებს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორებიცაა ასთმა და ლორწოვანას სიმსივნე
  • ამცირებს გაცდენებს და აუმჯობესებს თანამშრომლებთან ურთიერთბას
  • აუმჯობესებს სამუშაო გარემოს
  • თავიდან გვარიდებს კომფლიკტურ სიტუაციებს მეზობლებთან
  • თავიდან გვარიდებს ძვირადღირებული აპარატურის ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლას
  • ამცირებს გაჩერების გამო გამოწვეულ დანაკარგებს

გადახედეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ჰაერ–ფილტრაციის სისტემებს, რომელთაც შეუძლიათ არამარტო გააქრონ სუნი, კვამლი და ბოლი, არამედ გაწმინდონ სამუშაო ადგილზე არსებული ჰაერი სხვა მავნე კომპონენტებისგან. 
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ჰაერფილტრაციის სისტემები დამზადებულია დიდ ბრიტანეთში და გავლილი აქვთ სხვადასხვა ტიპის მკაცრი სერთიფიცირების რევიზიები, რაც არის იმის გარანტია, რომ მათი მეშვეობით ნამდვილად შესძლებთ მომუშაევეთა ჯანმრთელობის დაცვას.

ჩვენი რეკომენდაციია არ შეიძინოთ დაბალფასიანი და საეჭვო მწარმოებელბის მიერ შემოთავაზებული, ჩინური ჰაერფილტრაციის სისტემები, რადგან საბოლოო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ჯამრთელობით მოგიწევთ გადახდა, რაც ბევრად უფრო ძვირია იაფფასიან პროდუქციასთან შედარებით.

________________________________________________________________________________

პროცესები, რომელთა დროსაც გამოიყოფა მავნე ნივთიერებები

მრავალი საწარმოო პროცესის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერება, მტვერი და ბოლი. ძირითადა ასეთი პროცესები დაკავშირებულია მასალების ჭრასთან, მარკირებასთან და საერთოდ მასალებზე ფიზიკურ ზემოქმედებასთან. 

რამდენიმე ძირითადი ოპერაცია, რომლის დროსაც გამოიყოფა მავნე ნივთიერებები არის:

ასთმა ერთ–ერთი ალერგიული რეაქციია რომელიც შიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ ადამიანში სარჩილავმა სამუშაოებმა, რომლის დროსაც გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებემ რესპირატორულ გზებზე და სასუნთქ ორგანოებზე.

ადრეული სიმპტომებია: 

  • თვალების ცრემლიანობა
  • ცვირიდან დენა ან გაჭედილი
  • ყელის ტკივილი (ქავილი)
  • სუნთქვის გაძნელება და ყელის სიმშრალე

ლაზერული გრავირება და ჭრა – საშიში პროცესი:

CO2, YAG და დიოდური ლაზერები რომლებითაც იჭრება დუღდება, მარკირდება სხვადასხვა პროდუქცია. საშიში კვამლი და მტვერი გამოიყოფა სხვადასხვა ლაკირებული, შეღებილი ან დამუშავებული ზედაპირების გრავირებისას. პურექსის ჰაერფილტრაცისა შეუძლია არა მარტო გაიტანოს გამოყოფილი კვამლი, არამედ გაფილტროს ის და სამუშაო გარემოში დააბრნოს აბსოლიტურად ჯანსაღი ჰაერი.

გამოყოფილი ნივთიერებები არალითონი მასალების დამუშავებისას ლაზერით

მასალა

გამოყოფა

სხვა ნივთიერება

კევლარი მტვერი Benzene, HCN, No2, PAHs
პოლიკარბონატი მტვერი, ბოლი Phenol, Benzene
პოლიამიდი მტვერი, მეთანალი 1,3-Butadiene, PAHs, Propenal, Benzene
პოლიპროპილენი მტვერი 1,3-Butadiene, Propenal, Benzene
პოლიეთილენი მტვერი 1,3-Butadiene, Propenal, Benzene
პოლივინილ ქლორიდი (PVC) მტვერი და HCL Benzene, Methanal, PAHs, Phosgene, cresol, 
NO/NO2, Chromoium
რეზინი (არალაზერირებადი) მტვერი და 1,3 ბუტადიენი Styrene, PAHs, Propenal, Benzene, NO/NO2
პოლიესტერი მტვერი და HCL Benzene, Toluene, Ethylbenzene
პოლისტიროლი მტვერი და სტირენი Benzene, Toluene, PAHs, cresol, NO/NO2, Chromoium
პოლიურეთანი მტვერი Benzene, Toluene
პოლი (მეთილაკრილატი)  მტვერი MMA, Benzene, Ethylacrylate

დაბინძურების შესაძლო უარყოფითი გავლენა პერსომალზე

გამონაყოფი

ზემოქმედება ადამიანზე

მტვერი ასთმა
Cresol სასუთქი გზების დაზიანება, თირკმელების დაზიანება, დერმატიტი და კიბო
NO/NO2 ასფიქსია
Phenol თირკმელების უკმარისობა, სასუნთქო გზების უკმარისობა
Phosgene პულმონია
Benzene ცნობილი კარცეროგენი – იწვევს ლეიკემიას (სისხლის გათეთრებას)
HCN რესპირატორული უკმარისობა
Chromium ფილტვის კიბო, თირკმელების უკმარისობა
Methanal კანის და თვალების ქავილი
Nickel ფილტვის კიბო და დერმატიტი
Styrene მომწამვლელი, სასუნთქი გზების ქავილი

ახლა თქვენ თვითონ გადაწყვითეთ ღირს თუ არა ჯერ ერთი იაფფასიანი ჩინური მასალების დაჭრა და დამუშავება, რომელთა ძირითი შემადგენელი ნაწილი სწორედ პოლივინილქლორიდი და პოლისტიროლია და მერე საერთოდ ნებისმიერი მასალის დამუშავება ჰაერფილტრაციის გარეშე?